უბედური შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. რესტორან “ფიროსმანის” დარაჯი საყარაულო ოთახში დაიწვა.
როგორც გვითხრეს, იგი 60 წლამდე იყო.
რესტორანის პერსონალის თქმით, გარდაცვლილი, სავარაუდოდო ნასვამი იყო და ელექტროღუმელზე ჩაეძინა:
“ხშირად სვამდა და სავარაუდოდო იმ დღესას ნასვამი იყო. რესტორნის გვერდით ქარხანაა და ქარხნის დაცვის უფროსმა შენიშნა კვამლი.
კარი რომ შეამტვრია ოთახი ცეცხლში იყო გახვეული. სახანძრო -სამაშველო სამსახური რამდენიმე წუთში მოვიდა, თუმცა დარაჯი უკვე გარდაცვლილი იყო, _ გვითხრა პერსონალმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება.