ყაზბეგში მყინვარწვერზე უბედური შემთხვევა მოხდა. ბელგიელი ალპინისტების ჯგუფს თოკი გაუწყდა, რის შედეგადაც ერთი მთამსვლელი დაიღუპა. რაც შეეხება მეორეს, მან თავისი ფეხით შეძლო მყინვარის ფერდობიდან მეტეოსადგურამდე ჩამოსვლა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, უამინობის გამო ვერ ხერხდება დაღუპული მთამსვლელის გადმოსასვენებლად კონკრეტული ზომების მიღება. უამინდობის გამო შვეულმფრენისთვის არახელსაყრელი საფრენი გარემოა.
მყინვარწვერთან არიან სამთომაშველებიც.
შემთხვევა დღეს მოხდა. ბელგიელ ალპინისტებს გიდობას ქართველი სპეციალისტი უწევდა, რომელიც ასევე მეტეოსადგურის ტერიტორიაზე.