უბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში – სოფელ ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვა.
ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ნოდარ ბეგიაშვილმა დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა.
არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა იგი მიღებული დამწვრობით ადგილზე გარდაიცვალა.