ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ავტობუსის მგზავრი. მძღოლი კი დაშავებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: ნიუპოსტი