თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა.
როგორც „მოამბის“ კორესპონდენტთან საუბარში თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი სააკაძის მოედანზე სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები მუშაობენ.
მშენებლობას შარტავას ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამშენებლო კომპანია „x2 დეველოპმენტი“ ახორციელებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
1tv.ge