ჩოხატაურში ახალგაზრდას ემშვიდობებიან.
„ბუკნარის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება კურსდამთავრებულის, გიორგი ირემაძის, გარდაცვალებას და თანაუგრძნობს განსვენებულის დედას, ბებიას, ბაბუას, დედმამიშვილებს: გიგა, ხატია, ნათია ირემაძეებს, ახლობლებს, 2022 წლის კურსდამთავრებულებსა და სოფლის მოსახლეობას.
ობლად გაზრდილი ბიჭის უიღბლო დასასრული… ნათელი დაადგეს მის სულს!“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც ბუკნარის საჯარო სკოლა ავრცელებს.
„ვაი შენს უბედურ დედას, როგორ უნდა აიტანოს ამხელა ტკივილი შვილო“
“ჩვენო ნათელო ბიჭო, რით ვანუგეშოთ შენი დედა, ბებია და ბაბუა”.
„რამხელა ტკივილი და ტრაგედიაა. უფალო შეაძლებინე დედას“.
“გისამძიმრებთ ყველას, ოჯახს, სკოლას, მეგობრებს”.
“სტუდენტობის საუკეთესო წლები და ბედნიერი მომავალი წინ გქონდა”.
„საუკეთესო მამის საუკეთესო ბიჭი. დასანანია ასეთი ვაჟკაცის წასვლა. ნათელი გქონდეთ. ოჯახს კი გამძლეობა მოგცეთ“, _ წერენ კომენტარებში ფეისბუქმომხმარებელი.
როგორც ცნობილია გიორგი ირემაძე გულის შეტევით ბათუმში გარდაიცვალა.
“გურია ნიუსი” უსამძიმრებს გიორგის ოჯახს, ყველა ახლობელს და გამძლეობას უსურვებს მათ.