ახალგაზრდობაში მერილი ოფიციანტად მუშაობდა ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში და რვა მაგიდას ემსახურებოდა.
„მე ვამაყობდი ამით. პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა – ისევ რვა მაგიდა: ბავშვები, ბევრი ნათესავი, ბევრი საქმე… ჩემი ოჯახი და ჩემი საქმე – აი, ჩემი პრაიმი დღეს!“ – ამბობს მერილი.
იდეალური კოლეგა ჯეკ ნიკოლსონია.
„საოცრად დამაჯერებლად თამაშობს თავის როლს – ისევე, როგორც სუნთქავს,“ – ასე აფასებს მას მერილი.
სტრიპი ამბობს, რომ თავად ძალიან ჰგავს შონ პენს.
ფილმისთვის „ეშმაკი ატარებს პრადას“, მერილმა 8 კილოგრამი დაიკლო. სხვათა შორის, ის ამ ფილმში პარიკითაა.
პირველი „ოსკარი“ მერილს ტუალეტში დარჩა. 2012 წელს კი ხელიდან აღარ გაუშვია.
ბავშვობაში მერილი ინგლისის სამეფო ოჯახის წევრობაზე ოცნებობდა. ფიქრობდა, რომ, როცა გაიზრდებოდა, მოხიბლავდა პრინც ჩარლზს და არისტოკრატი გახდებოდა.
მას არასდროს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია – ამბობს, რომ სახესა და სხეულს ამით არ გაიფუჭებს.
მერილი ვეგეტარიანელია.
ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში კოლეგებმა მას რამდენიმე მეტსახელი შეარქვეს: „ქალი ათასი სახით“, „მსახიობი – ქამელეონი“, „ოცნების ფაბრიკის” ყველაზე სერიოზული მსახიობი“.
ავტორი