https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“უჩინმაჩინის” ძიება “შიშველ” რეალობაში

12:03; 20.03.2017
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასულ ოთხშაბათს, ლანჩხუთის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ გაფართოებული სხდომა გამართა, სადაც სხვა კომისიებისა თუ ფრაქციათა წევრებიც იყვნენ წარმოდგენილები.

შეკრების მთავარი მიზეზი საფეხბურთო კლუბის გულშემატკივართა საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებული ის განცხადება გახლდათ, სადაც ხელისმომწერნი დეპუტატებისგან ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ გაჭიანურდა მერაბ ჟორდანიასთვის იჯარით კლუბის ქონების გადაცემის პროცესი.

იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ რომან ბიწაძემ სწორედ ამ მიმართულებით წაიყვანა სხდომა:

“საკრებულოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, ჩემმა კოლეგამ თემურ ალექსაიამ შეგვახსენა, თუ მოგვიწოდა, არ ვიცი, რომ შემოსულია ლანჩხუთის “გურიას” გულშემატკივართა საინიციატივო ჯგუფის განცხადება და საკრებულოს სხდომაზე უნდა მოხდეს მისი განხილვაო. მინდა შევახსენო, რომ სანამ საკითხი სხდომაზე განიხილება, მანამ იგი კომისიებისა თუ ფრაქციების სხდომაზე უნდა იყოს განხილული.

ისე, რა უნდა განვიხილოთ?! “ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო!” _ აი, ასეთი მოცემულობა გვაქვს. არსად არ დევს მერაბ ჟორდანიას წერილობითი განცხადება არც კლუბის იჯარით აღებაზე, არც საჩუქრად გადაცემაზე, არც ყიდვაზე და არც გამოსყიდვაზე. ბუნებაში არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც იკვეთება მერაბ ჟორდანიას დაინტერესება “გურიათი”. მხოლოდ ისაა, რომ პრესის ფურცლებზე ჟორდანიამ გამოთქვა სურვილი, საკუთარი გამოცდილებით “გურიას” დაეხმაროს, რაც დოკუმენტად ვერ გამოდგება. ასე ყველა ჩვენთაგანს აქვს სურვილი კლუბს დახმარება გაუწიოს”, _ ამბობს ბიწაძე.

საკრებულოს წევრი ადამ ხუხუნაიშვილი “გურიასთან” დაკავშირებულ პროცესებს სასაცილოსაც კი უწოდებს: “სასაცილოა საინიციატივო ჯგუფის განცხადება, თითქოს, ეს ყველაფერი გულშემატკივართა გაკვირვებასა და აღშფოთებას იწვევს. სამი თვეა ავრცელებენ ინფორმაციას ჟორდანია მოდისო, ახლა კი ისე უნდათ სიტუაციის წარმოჩენა, თითქოს, საკრებულოა ამის წინააღმდეგი”.

დეპუტატმა ალექსანდრე მახათაძემ რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ამავე საკითხზე გამართული შეხვედრა გაიხსენა:

“ორიოდე დღის წინ, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შედგა “გურიასთან” დაკავშირებით შეხვედრა, სადაც ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ იკითხა, თუ სად არის ჟორდანია, რატომ არ ჩამოდისო? იქ მყოფი კლუბის ერთ-ერთი მესვეურისგან კი პასუხად მიიღო _ თუ ჟორდანიას ნახვა გინდა, ჩამიჯექი მანქანაში და გაჩვენებ თბილისშიო. ასეთი არგუმენტები აქვთ ჩვენს ოპონენტებს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია”.

ნონა მურვანიძის კითხვაზე, თუ საიდან წამოვიდა აზრი, რომ ჟორდანიას კლუბში მოსვლა სურდა, პასუხი რომან ბიწაძემ გასცა: “ნამდვილად არ ვიცი, თუ საიდან მოდის ეს შეთქმულება. ახლა გამგებელიც ამბობს, არაფერი ვიცი ამის შესახებო. გამოდის “უჩინმაჩინია” კლუბით დაინტერესებული”.

გამგებლის ასეთი პოზიციური ფანდი, იმ შეხვედრაზე მყოფმა სხვა დეპუტატებმაც დაადასტურეს _ მე საიდან მოგცემდით იმის პირობას, ჟორდანია რომ მოვიდოდა კლუბში, როცა კლუბი აუქციონზე უნდა გატანილიყოო, _ უთქვამს გამგებელს ორშაბათს საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე.

“ამას არ უნდა დიდი მსჯელობა _ ურუშაძემ ძალიან კარგად იცის, ჟორდანია ლანჩხუთში რომ არ ჩამოვა და აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებს. უბრალოდ, დროის გაწელვის მიზნით ხდება ეს ყველაფერი. ყველა, ვინც “გურიას” სპონსორობის სურვილი გამოთქვა, ამბობს ერთს _ რომ ფონდის დაფინანსებას განკარგავს. მხოლოდ ინაიშვილმა თქვა, რომ ავტობუსს ჩამოიყვანს კლუბისთვის. თემურ ალექსაიას გამგებელი “აბოლებს”, გამოიყვანს და ალაპარაკებს, რაც დასჭირდება. ასე ალექსაიასთვის რომ გეკითხათ, ფედერაციის სხდომა ლანჩხუთში ჩატარდებოდა, მაგრამ ჩატარდა?! არ აინტერესებს გამგებელს სპონსორის მოყვანა და მორჩა,” _ გაღიზიანება ვერ დაფარა “ევროატლანტიკოსთა” ფრაქციის ლიდერმა, ელგუჯა ჩხაიძემ.

რომან ბიწაძის თქმით, ის აპირებს საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს განცხადება, რომ საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში მოყვანილი არგუმენტი, თითქოს, მერაბ ჟორდანიამ გამოთქვა სურვილი, იჯარით აიღოს გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა და საფეხბურთო კლუბი, არის მტკნარი სიცრუე და ეს ხალხი შეცდომაშია შეყვანილი.

ბიწაძეს “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძეც დაეთანხმა:

“საინიციატივო ჯგუფში დასახელებული ადამიანები შეცდომაში არიან შეყვანილები. არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ გაგვაჩნია, რომ კლუბში მოსვლას გეგმავდეს მერაბ ჟორდანია. ადრე მე მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ შექმნილიყო საკრებულოში ჯგუფი, რომელიც “გურიას” საკითხს შეისწავლიდა, მაგრამ ამაზე თანხმობა ვერ მივიღე. ისეთ რეჟიმში მუშაობით, როცა გამგეობა საკრებულოს აზრს არ ითვალისწინებს, საქმე არ გაკეთდება. ფაქტი კი ერთია _ გაფლანგულია მილიონები, განაწყენებულები არიან გულშემატკივრები,” _ დასძინა ჩხაიძემ.

კოლეგის ნათქვამს რეპლიკა დეპუტატმა გიორგი ჩახვაძემ მიაყოლა _ ასეთი ჯგუფი არსებობდა საკრებულოში, მაგრამ შემდეგ ბატონმა გამგებელმა ბრძანა, რომ საჭირო არ იყო ამ ჯგუფის არსებობა და ამიტომაც დაიშალაო.

ფრაქცია _ “მეტი ქალი პოლიტიკაში” თავმჯდომარემ, ნონა მურვანიძემ ის გაფართოებული სხდომა გაიხსენა, რომელიც ფეხბურთის საკითხს მიეძღვნა და მას ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ:

“იმ სხდომაზე გამოიკვეთა ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც მოცემულ რეალობაში იმ თანხის განკარგვა სურთ, რომელიც ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ერგება კლუბს. იქნებ, ჯობდეს, უკეთესი ინიციატივის გადმომცემ ადამიანებს, როგორებიც იკვეთება მოცემულ რეალობაში, გადაეცეს ეს თანხა განსაკარგავად, ვიდრე არარსებულ სპონსორზე ვისაუბროთ,” _ საკუთარი შეხედულება დააფიქსირა ნონა მურვანიძემ, რასაც გიორგი ჩახვაძეც დაეთანხმა, თუმცა, იქვე ისიც იკითხა, საამისოდ რა ბერკეტი გააჩნია საკრებულოს.

ეს თემა ალექსანდრე მახათაძემ განაგრძო და თქვა, რომ ამის მცდელობა იყო საკრებულოში გარკვეული ჯგუფის მხრიდან: “წინა წლების ანალიზიდან გამომდინარე, ინიციატივა გვქონდა, მართლაც წარმატებული ჯგუფი დაგვებრუნებინა გუნდში, საკრებულოს დეპუტატთა ნახევარზე მეტი უჭერდა ამას მხარს, რასაც იგნორირება გაუკეთა აღმასრულებელმა რგოლმა, რომლის ინტერესში არ შედიოდა ეს საკითხი”.

მურვანიძის თანაფრაქციელმა დარეჯან ბურჭულაძემ წარსული გაიხსენა: “სამ წელზე მეტია, ვდაობთ და ვკამათობთ ამ საკითხზე, მაგრამ მაინც გამოდის, რომ გამგებელს რაც უნდა, იმას აკეთებს. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ გადაწყვეტილების მიღებას არავინ გვეკითხება. ერთი უნდა ვთქვათ _ ამ ადამიანებმა ამავე წერილით გამგებელს მიმართონ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ ხელს არ “შევიხოცავთ”. ამ ხნის განმავლობაში “ვიღაცამ” მოახერხა ის, რომ “გურია” საზოგადოებას ყელში ამოუყვანა _ უკვე აღარ უნდა ხალხს “გურიას” ხსენება. მართლაც განსაკუთრებული ნიჭია საჭირო, რომ ლანჩხუთელებს ეს ბრენდი შეაძულო!”

სუფსის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯუმბერ ბლაგიძემ იმ წერილის შესახებ ისაუბრა, რომელიც ნუგზარ ჩხაიძის კლუბის ხელმძღვანელად დანიშვნა-არდანიშვნას ეხებოდა:

“როცა ორი დღის წინ შეხვედრა იყო, ამ წერილზე ხელის მოწერა გვთხოვეს. გამგებელმა ისიც გვითხრა, დაასახელეთ თქვენ პიროვნება და მე დავნიშნავო. არაფერში არ მიგვიძღვის ბრალი და ხელს მაინც ჩვენსკენ იშვერენ. მერე წამოგვძახებენ, ა, ბატონო, თქვენი შერჩეული კადრია და პასუხიც თქვენ მოთხოვეთო. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავურბოდი და არც გავურბივარ, მაგრამ გვაძახონ, რომ თითქოს ჩვენ ვუშლიდეთ ხელს ვინმეს მოსვლას, ეს აბსურდია. ხომ ამბობენ, აუქციონის წესით უნდა გასხვისდეს გუნდიო. ეგებ, სხვა ჟორდანია გამოჩნდეს _ რატომ არ გააქვთ ამ აუქციონზე?!” _ დასძინა მან.

კატეგორიული იყო სოფელ შუხუთის მაჟორიტარი აკაკი იმნაიშვილი:

“თუ ჩვენ არ გვაქვს ძალა, წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ უმსგავსობას, რაც ხდება. მაშინ რა საჭიროა ეს ყველაფერი? იყოს ერთმმართველობა და მუნიციპალიტეტი ერთპიროვნულად მართოს გამგებელმა! “გურიას” განვითარება შეიძლებოდა და დღესაც შეიძლება, თუ დროულად მოვეგებით გონს.

ერთ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავდით, ვისთვის ჩაგვებარებინა გუნდი და ამ დროს აღმოჩნდა, რომ გამგებელს გუნდი უკვე ჩაბარებული ჰქონდა გარკვეული ადამიანებისთვის. როცა ვუთხარი, თუ რატომ არ ვიცოდით ჩვენ, საკრებულომ ამის შესახებო, მიპასუხა _ თქვენ, რატომ უნდა შეგკითხოდითო! თუ მაშინ არ გვეკითხებოდა, გუნდში ვინ მოვიდოდა, ახლა რატომ გვეკითხება?! რატომ გვიგდებენ ამ წერილს? იმიტომ, რომ ხელი მერე ჩვენკენ გამოიშვირონ?!

საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში გამგებელმა რადიკალურად შეცვალა თემა. ჩვენ თვალწინ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ესაუბრა ტელეფონით ჟორდანიას, ახლა კი ამბობს, რომ კლუბი ვალებთან ერთად აუქციონზე უნდა გავიდესო. ჯერ ამბობდნენ, რომ დავალიანება 750 ათასი ლარია, ახლა კი უცებ 250 ათას ლარზე ჩამოსულა ვალი. როგორ, საიდან?” _ ამბობდა იმნაიშვილი.

ვალების თემა გიორგი ჩახვაძემ განავრცო: “როცა წინა სხდომაზე დავსვით საკითხი, აუდიტის სამსახურმა გაარკვიოს, ბოლოს და ბოლოს ვალი რამდენია და ეს ოქმშიც დავაფიქსირეთ, მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ ამ სამსახურს ეს დავალება არ მიუღია საერთოდ. ამიხსნას ვინმემ, რატომ?” _ იკითხა ჩახვაძემ.

კომისიის სხდომაზე მყოფი დეპუტატები საკმაოდ პრინციპულ პოზიციაზე დგანან და ითხოვენ, საკრებულოსთვის “ხელის შეხოცვას” თავი დაანებონ და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად არიან, რაც რომან ბიწაძემ განმარტა კიდეც:

“ა(ა)იპ აღმასრულებელი ხელისუფლებისაა. ჩვენ მის შექმნაზე, რეორგანიზაციასა და გაუქმებაზე ვაძლევთ თანხმობას, საფეხბურთო კლუბის გასხვისებაზეც ჩვენი თანხმობაა საჭირო. მაგრამ ტყუილად საუბარი გამოგვივა, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება არ შემოვა ჩვენთან წინადადებით _ მისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ჩემი აზრით, ყველაფერი მხოლოდ დროის გაწელვის მიზნით კეთდება, მიზანმიმართულად გავარდა “გურია” უმაღლესი ლიგიდან, მიზანმიმართულად გავარდება ამ ლიგიდანაც, რადგან ჩვენ მიერ შექმნილი ყველა ორგანიზაცია ა(ა)პი-ია, მილიონები რომ ჩადო კლუბში, ერთ თეთრ მოგებასაც ვერ ნახავ, რადგან პირდაპირ კანონი კრძალავს. აქ იურიდიული ფორმა უნდა შეიცვალოს და ა(ა)იპ შპს-დ გადაკეთდეს, მაგრამ სამოქალაქო კოდექსი კრძალავს ა(ა)იპ-ის გადაკეთებას. აი, თუ ამ ლიგიდანაც გავვარდებით, უკვე ვიწყებთ ნულიდან და შეიძლება შპს-ს ჩამოყალიბება.

საკრებულოს სხდომაზე გავაკეთებ განცხადებას, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ განცხადებაში მოყვანილი არგუმენტი, რომ თითქოს მერაბ ჟორდანიამ გამოთქვა სურვილი, იჯარით აიღოს გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა და საფეხბურთო კლუბი, არის მტკნარი სიცრუე. ამის დამამტკიცებელი საბუთი არ გაგვაჩნია და ეს ხალხი შეცდომაშია შეყვანილი. კი, ბატონო, შემოვიდეს გამგეობიდან შესაბამისი საკითხი და საკრებულო მზადაა, განიხილოს. წინააღმდეგი არავინაა, კლუბს რამე ეშველოს, მაგრამ ნუ ცდილობს ვინმე, ხელი ჩვენ “შეგვახოცოს”. ისე, ამ სიტუაციის შემხედვარე ერთი ცნობილი ზღაპარი _ “შიშველი მეფე” მახსენდება, სადაც აფერისტები მეფეს ვითომ რომ შემოსავენ, არადა, რეალურად მეფე შიშველია!” _ დასძინა სხდომის თავმჯდომარემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16 იანვარი, 2026
სპორტი

„გურიას“ სამწვრთნელო შტაბი, სპორტული დირექტორი და ახალწვეულები _როგორ ხვდება „გურია“ ახალ საფეხბურთო სეზონს

10:20; 13 იანვარი, 2026
სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10 იანვარი, 2026

თეა წულუკიანი შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს _ ვის უხდის მადლობას მინისტრი

"ოცნების" სავარაუდო კანდიდატები და სია, რომლის შესახებაც თავმჯდომარემ "არაფერი იცის"

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026
მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო