ნიუ-იორკის როკფელერ-ცენტრთან, უკვე მეოთხედ მოეწყო და წლის ბოლომდე გასტანს უჩვეულო საქველმოქმედო ინსტალაცია,რომლის “ღირებულებაც” მილიონი დოლარია.
საქმე ისაა, რომ მის შესაქმნელად ავტორმა, არქიტექტორმა ვინსენტ მალოზიმ ზუსტად ერთი მილიონი დოლარის ერთცენტიანი მონეტები გამოიყენა – სულ 15 ათასი ტომარა დასჭირდა.
ხურდა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა შეაგროვეს, აქციის მიზანი კი ახალგაზრდობის მოქალაქეობრივი”შეგნების ამაღლება იყო.
საინტერესოა, რომ მონეტები გარშემო დაბალი სარკეებიანი ბარიერებითაა შემოსაზღვრული, რათა ფული “უსასრულოდ ბევრი” გამოჩნდეს.