რა საჭიროა სკამი, თუკი შეიძლება ყავა ან ჩაი ჰამაკში მწოლიარემ შესვა? ალბათ ასე ფიქრობდნენ თავის დროზე ტოკიოს პოპულარული კაფეს დამაარსებლები, რომელსაც “Mahika Mano”–ჰქვია, მაგრამ უფრო ცნობილია “Hammock Cafe”–ს სახელით.
პირველი, რაც თვალში გხვდებათ კაფეში შესვლისთანავე, ეს არის სკამების არარსებობა. მაგრამ, საკმარისია, ჩაესვენოთ ჰამაკში, მაშინვე აღმოაჩენთ, რამდენად უფრო მოსახერხებელია ჰამაკში მწოლიარე მდგომარეობაში სასმელებისა და სასუსნავების მირთმევა.
გასაკვირი არ არის, რომ კაფეში მუდამ ბევრი სტუმარია; რიგშიც კი უხდებათ დგომა და ამიტომ კაფეს ხელმძღვანელობას დროის შეზღუდვა უხდება – კლიენტის კაფეში ყოფნის ვადა შეზღუდულია 1,5–2 საათით.
თუმცა, კომერციის ტრიუკები არც ამ კაფეს უვლიან გვერდს. კაფე ერთდროულად არის ჰამაკის მწარმოებელი კომპანია „Hammock 2000“–ის სადემონსტრაციო დარბაზიც. ასე რომ, კლიენტებს შეუძლიათ, დასვენებასა და ჭამა–სმასთან ერთად “Hammock 2000″–ის პროდუქციასაც გაეცნონ და, თუ მოეწონებათ, შეიძინონ კიდევაც.
ავტორი