ამ წუთებში ჩოხატაურის ქუჩებში უჩვეულო ხალხმრავლობაა. მანქანების ურიცხვი რაოდენობისგან საცობებია შექმნილი. რიგებია აფთიაქებთან და სუპერმარკეტებთან. ადამიანები ცდილობენ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების ძალაში შესვლამდე შეძლონ საჭირო პროდუქტებისა და მედიკამენტების მომარაგება.
_ ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო გაგვიჭირდა. მეზობელს ვთხოვე გამოვეყვანე, 10 საათის მერე რიგში ვდგავარ, მგონი ვერც მოვასწრებ იმის ყიდვას, რისთვისაც გამოვედი. სოფელში ვართ წასასვლელი. ჩემ გამო ადამიანს ხომ არ დავაჯარიმებინებ, _ ამბობს “გურია ნიუსთან ქალბატონი, რომელიც გვეუბნება რომ ჩოხატაურში სურსათის შესაძენად კოხნარიდან ჩამოვიდა.
გურია ნიუსი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რა ხდება ამ წუთებში ჩოხატაურში.