ცოტა ხნის წინ აშშ-ში, ფლორიდაში, ზღვაში, საზეიმოდ გაუშვეს 70 კგ-იანი ზღვის კუ, რომელიც 1 წლის წინ კინაღამ კატარღის ხრახნს ემსხვერპლა.
ხრახნმა 50 კგ-იანი ბაკანი რამდენიმე ადგილას გადაუსერა.
ვეტერინარულ კლინიკაში კუს გადარჩენას და ბაკნის სრულად აღდგენას მთელი წელი დასჭირდა.
“ბაკნის აღდგენას ანალოგი დღემდე არ ჰქონია – ჩემს კარიერაში ეს ყველაზე უჩვეულო პაციენტია”, _ განაცხადა ვეტერინარმა ბრიტანი მილერმა, რომელმაც პაციენტთან განშორებისას სანაპიროზე ცრემლი ვერ დამალა.