“საზოგადოების მცირე (კიდევ კარგი) დაჯგუფება ისე ძალიან გაგახარათ, ოზურგეთში მიმდინარე მოვლენებმა, რომ ალბათ საზეიმო მაშხალებსაც გაუშვებთ, ეს ბრალი რომ დამტკიცდეს.
ესეც თქვენი ქრისტიანულ -სახელმწიფოებრივი მიდგომა.
არ დაიწყოთ ეხლა ბრტყელი სიტყვებით ორატორობა: არ მაინტერესებს!” _ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის გელა კობალაძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი თამთა დოლიძე.
დოლიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია არ დაარღვიონ:
“უბრალოდ, ეცადეთ, სიხარული ცოტა მოზომილად გამოხატოთ, ისე, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია მთლად არ დაიხიოთ თავზე.
პ.ს. აღნიშნული ფაქტი, თუ ეს ასეა, იქნება ძალიან, ძალიან სამწუხარო.
მაგრამ თქვენ რა გეშველებათ, ორღობის უკან ჩამალულებო, მოქირქილეებო, გული რომ სიხარულით გასკდომაზე გაქვთ, თორემ ჩვენი ქალაქი სულ ცალ ფეხზე და ცალ კომენტარზე გკიდიათ” _ წერს დოლიძე.
ამავე თემაზე: რა შემთხვევაში შეიძლება გაათავისუფლონ კობალაძე _ “მითხრეს, არსებობს სხვა ჩანაწერებიც”
ის, რაც კობალაძის დაკავების ფაქტზე არ უთქვამთ _ რა ჩანაწერები აქვს გამოძიებას
შპს “პირამიდასგან” აღებული 50 000 ლარი _ გელა კობალაძეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
საკრებულოს თავმჯდომარის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავების პირველი ვიდეოკადრები
“არ სჭირდებოდა გელა კობალაძეს არჩევნების წინ პოლიტიკური კარიერა ამგვარად დაესრულებინა“