ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სკოლის დირექტორი, ავთანდილ კეჭაყმაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“მერიის სკოლის მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ!
როგორც თქვენთვის ცნობილია, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი განახლდება საკლასო ოთახებში ყველა კლასისათვის. როგორც ვვარაუდობდით, სკოლის პერსონალის 87% სრულად არის ვაქცინირებული. თუმცა სამწუხაროდ ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ სკოლაში ინფიცირების შემთხვევების პრევენცია მოხდეს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენის წესების, სოციალური დისტანციის დაცვასა და პირბადეების ტარებას. პირბადეების ტარება სკოლაში სავალდებულოა ყველასათვის, უკვე დაწყებითი კლასების მოსწავლეების ჩათვლით.
ვფიქრობ ყველას კარგად გვესმის პირისპირ სწავლების მნიშვნელობა ჩვენი ბავშვების მომავლისათვის. წინა წლის გამოცდილების გათვალისწინებით იყო, მართალია ერთეული, მაგრამ მაინც შემთხვევები, როცა ზოგიერთი მოსწავლე არასაკმარისი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა პირბადის ტარების საკითხს. ყველას გთხოვთ კარგად აუხსნათ ბავშვებს პირბადის აუცილებლობა, იქნებ შევძლოთ და ეს წელი ონლაინზე გადასვლის გარეშე გავიტანოთ. მაქვს ჩვენი უფროსკლასელების დახმარების დიდი იმედიც”.