იაკობის ჭა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება. იგი ტეხასის შტატში მდებარეობს.
იაკობის ჭის დიამეტრი 4 მეტრია და ერთი შეხედვით უსაფრთხო აუზს ჰგავს, მაგრამ მისი სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრია და მასში ოთხი მღვიმეა გაერთიანებული. პირველი მღვიმე 9 მეტრი სიღრმიდან იწყება და 16.5 მეტრამდე გრძელდება. აქ არსებობს ღრმა წყლების ბინადარი თევზებისა და წყალმცენარეების მრავალი სახეობა.
მეორე მღვიმის სიღრმე 24 მეტრამდე აღწევს. მას მყვინთავებმა ვიწრო შესასვლელის გამო სასიკვდილო ხაფანგი უწოდეს.
მესამე მღვიმეში ფხვიერი ხრეშით შექმნილი შესასვლელის გამო ადვილია შეღწევა, მეოთხე მღვიმეს კი ღვთისმშობლის მღვიმეს უწოდებენ. იგი კირქვის ფორმირების შედეგად შეიქმნა და სწორედ ეს კირქვის კედლები ეხმარებიან მღვრიე წყლიდან მყვინთავებს გამოსასვლელის პოვნაში.