საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილებასა და უძრავი ქონების რეგისტრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებს გაეროს სამხრეთი–სამხრეთის თანამშრომლობის (SSC) პლატფორმის წარმომადგენელი გაეცნო.
თბილისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრაზე საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა SSC-ის ოფისის წარმომადგენელს სეიორა არიფჯანოვას საჯარო რეესტრის საქმიანობა, სერვისები და მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მიმდინარეობა გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, SSC–ის ოფისი საქართველოს რეფორმების შესახებ წერილობით ანგარიშს ამზადებს, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს რეფორმებიც იქნება შეტანილი.
სამხრეთი–სამხრეთის თანამშრომლობა (South-South Cooperation, SSC) გაეროს ფარგლებში დაფუძნებული პლატფორმაა, რომლის მიზანი განვითარებადი ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა. (R)