რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს კიდევ ერთი სეზონით აეკრძალათ უეფა-ს შეჯიბრებებში მონაწილეობა “შემდგომ გაფრთხილებამდე”, _ განაცხადა ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ.
2022/23 წლების სეზონისთვის რუსეთს არ ეყოლება კლუბები, რომლებიც მონაწილეობენ უეფას ჩემპიონთა ლიგაში, უეფას ევროპა ლიგაში, უეფას ევროპის საკონფერენციო ლიგაში, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაში ან უეფას ახალგაზრდულ ლიგაში.
უეფამ განაცხადა, რომ პორტუგალია, რომელიც თავდაპირველად პლეი-ოფში რუსეთთან დამარცხდა, ჩაანაცვლებს ქალთა ევრო 2022-ის ტურნირზე, რომელიც ინგლისში ივლისში გაიმართება.
რუსეთი 2023 წლის FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის აპრილში დაგეგმილ ორ მატჩს არ ითამაშებს.
რუსეთის ევრო 2028-ისა და ევრო 2032-ის ჩატარებაზე შეტანილი განაცხადი. უკვე ცნობილია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო: არ იასპარეზებს ერთა B ლიგის მე-2 ჯგუფში. გუნდს ავტომატურად მიენიჭება ბოლო, მე-4 ადგილი და ის მე-16 რეიტინგით გავარდება C ლიგაში.
2022/23 წლების სეზონისთვის რუსეთს არ ექნება კლუბები, რომლებიც მონაწილეობენ უეფას ჩემპიონთა ლიგაში, უეფას ევროპა ლიგაში, უეფას ევროპის საკონფერენციო ლიგაში, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაში ან უეფას ახალგაზრდულ ლიგაში.
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს უკვე ჩამოერთვა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ფინალის მასპინძლობის უფლება იმის გამო, რომ რუსეთს მარტში დაწესებული სანქციები უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მალევე დაწესდა.
რუსეთის 17 და 19 წლამდელთა ნაკრებები როგორც ვაჟთა ასევე გოგონათა, ახალ სეზონში არ იასპარეზებენ თავიანთ ჯგუფებში, სადაც 3-3 მონაწილე დარჩება.
ეს სანქციები მოიცავდა FIFA-ს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, საერთაშორისო ფეხბურთის განუსაზღვრელი აკრძალვას და ეს, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გააძევეს ევროპის პლეი-ოფიდან ყატარში მიმდინარე წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
ცნობისთვის, უამრავმა სპორტულმა ორგანიზაციამ აკრძალა რუს და ბელორუს სპორტსმენებს შეჯიბრებაზე შეჭრის გამო, ბოლო გახმაურებული სანქცია მოვიდა უიმბლდონის ორგანიზატორებმა, რომლებმაც აუკრძალეს ორივე ქვეყნის ჩოგბურთელებს მონაწილეობა ამ ზაფხულის ტურნირზე.
ავტორი