კოლორადოს შტატში ბინადრობს 8 წლის კუნჰაუნდ ჰარბორი, რომლის მარჯვენა ყურის სიგრძე 34,3 სმ-ია, მარცხენის – 31,1 სმ, რაც ახალი რეკორდია.
ამ ჯიშის ძაღლებს გრძელი ყურები აქვთ, მაგრამ მეტისმეტი სიგრძის გამო ჰარბორი მუდამ ხიფათში ეხვევა – პატრონის თქმით, თავისსავე ყურზე ხშირად თავად დაუბიჯებია ფეხი, წაქცეულა და კიბიდანაც დაგორებულა.
სხვათა შორის, “აწ გარდაცვლილ” წინა რეკორდსმენს – ბლადჰაუნდ ტიგერს, უფრო გრძელი ყურები ჰქონდა: 34,92 სმ.