ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში სტიქიამ გზები დააზიანა. როგორც ადგილობრივებმა გურია ნიუსს აცნობეს უგზოობის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებს.
ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით სპეციალური ტექნიკა სამებაში უკვე გაგზავნილია.