კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ ლატარიის მომგებიანი ბილეთი ყიდვიდან 4 თვის შემდეგ აღმოაჩინა.
კაცის თქმით, მან ბილეთი ქალაქ უილტონში შეუძინა, საფულეში ჩაიდო და შემდეგ მისი შემოწმება დაავიწყდა.
ოქტომბრის დასაწყისში მან საფულის ზედმეტი ნივთებისგან გასუფთავება გადაწყვიტა და ბილეთი სწორედ მაშინ იპოვა. მან ლატარიის გვერდზე ციფრები შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ 6-დან 5 ციფრი გამოიცნო და 1 მილიონი დოლარი მოიგო.
როდესაც ის მოგებული თანხის ასაღებად მივიდა, უთხრეს, რომ ბილეთის ვადის ამოწურვამდე, მხოლოდ 23 დღე იყო დარჩენილი.