ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი წლების განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა. ქვემოთ მოყვანილი ამბავი ამ ქვეყანაში შეემთხვა.
„როგორც იცით, გერმანიის თეატრში ვმოღვაწეობ. როგორც ყველა ჭკვიანმა გურულმა, მეც ჭკუა ვიხმარე და ჯერ მარტო წავედი გერმანიაში, გარკვეული დროის შემდეგ კი, ცოლ-შვილიც ჩავიყვანე.
აიკლეს ბავშვებმა ნახევარი გერმანია. ჩემთვის მუშაობაში ხელი რომ არ შეეშალათ, უნიკალური მეთოდი შევიმუშავე: გადავიღე პირზე საჩვენებელთითმიდებული სურათი. ქვეშ მივაწერე – „ჩუმად, ვმუშაობ!“ გავადიდე და გავაკარი ჩემი ოთახის კარზე.
რად გინდა, მერე! – ამ მეთოდზე იმდენი იცინეს, კინაღამ ნაწლავები გადაეხლართათ.
ახლა სხვა ხერხს მივმართე. დავუდე ქართულ-გერმანული ლექსიკონი – დროა, გერმანული ისწავლოთ-მეთქი. კი არ დაინტერესდნენ?! განსაკუთრებით უფროსი: „იჰ ბინ გურული“ – იმეორებს ყოველ წუთს (ენაცვალოს მამა!). ძალიან მოინდომა და ერთ კვირაში იმდენი იმეცადინა გერმანულად, რომ… ქართული კინაღამ დაავიწყდა.
გერმანია უცნაური ქვეყანაა. თუ მარჯვედ არ ხარ, სულ თავისუფლად შეიძლება, გაგერმანცდე. ა, ბატონო, აგერ მოგახსენებთ:
ძალიან მიყვარს დილით ადრე ველოსიპედით სეირნობა-ტრენინგი.
ან კი რაა უკეთესი. ადრე, ქუჩებში რომ არავინაა, მე მივქრივარ ჩემი ველოსიპედით და თავი თბილისში წარმომიდგენია.

































































