უილმინგტონი წყალდიდობის შედეგად ჩრდილოეთ კაროლინას მოწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხელისუფლება ქალაქისთვის სასმელი წყლის და საკვების მიწოდებას საჰაერო გზით აპირებს.
გავრცელებული ცნობით, მაცხოვრებლები მაღაზიებთან რიგში საჭირო ნივთების და წყლის შესაძენად საათობით დგანან.
როგორც ცნობილია, შტორმის შედეგად სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინაში 17 ადამიანი დაიღუპა.