იაპონელებმა შექმნეს ლუდი, რომელსაც კალორიულობა საერთოდ არ გააჩნია. ამით ისინი შეძლებენ, მიიზიდონ სასმლის მოყვარულები, რომლებიც თავიანთ ფიგურას უფრთხილდებიან და მომავალში გააკეთონ ის, რასაც აქამდე ვერ ახერხებდნენ – კონკურენცია გაუწიონ გერმანული ლუდის მწარმოებლებს.
იაპონელების ახალ ქმნილებას ქაფიანი სასმლის მოყვარულები ლუდს ვერ დაარქმევენ. ის მხოლოდ გარეგნულად გამოიყურება, როგორც ლუდი და, თუმცა ანალოგიური გემო და სუნი აქვს, არ შეიცავს არავითარ ალკოჰოლს და სულაც არ არის დუღილის პროდუქტი.
ლუდის მხარშველების ნაცვლად, ეს სასმელები, რომელსაც ქარხანა „ასახი“ უშვებს და რომელსაც W-ZERO ჰქვია, დაამზადეს ბიოქიმიკოსებმა, ლუდის გემო კი განპირობებულია ბალასტური ნივთიერების არსებობით, სიმჟავის რეგულატორებით, ამინომჟავებით, არომატული ნივთიერებებით, C ვიტამინით.
უნდა აღინიშნოს, რომ იაპონელები უკვე რამდენიმე წელია, უშვებენ ლუდს ბავშვებისთვის: გემოთიც ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ლუდი და ეტიკეტიც ჩვეულებრივი ლუდის აქვს.