„მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩემი განცხადებით შეურაცხყოფილია, ეს პერსონალურად თქვას, _ ეს განცხადება გედევან ფოფხაძემ გააკეთა, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ პირველად უნდა შეხვედროდა კოლეგებს, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დღეს ბაქოში გაემგზავრა.
სავარაუდოდ, მისი დაბრუნების შემდეგ გაირკვევა, მიიღებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებას გუნდში დაბრუნების შესახებ, თუ გაგრძელდება დაპირისპირება ირაკლი კობახიძესთან.
დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ არ დაუტოვებია და გუნდის დატოვების შესახებ პროცედურები ჯერ არ დაწყებულა.
„მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩემი განცხადებით შეურაცხყოფილია, ეს პერსონალურად თქვას, მე ჩემი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. უმრავლესობაზე, არ მგონია, რომ პირობებით უნდა დავიწყოთ საუბარი. წინა მოწვევის პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებში“ ვიყავი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს, მე არ ჩავთვალე საჭიროდ, დამეტოვებინა უმრავლესობა, 76-ე მანდატი იყო ჩემი მანდატი და მაშინ უმრავლესობა შენარჩუნდა. მე მგონია, რომ ახლა პირველ რიგში, უნდა დავილაპარაკოთ. უკან დასახევი არაფერი მჭირს,“– განაცხადა გედევან ფოფხაძემ.