პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პირველ სატელევიზიო ინტერვიუს საქართველოს პირველ არხს აძლევს.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაბრუნებას აღარ აპირებს და აღარც გუნდს მისცემს კონსულტაციებს.
„როდესაც მე პირველი წასვლის შემდეგ დავბრუნდი და ეს კითხვებს ტოვებს, გასაგებია, მაგრამ მე ამ კითხვებზე პასუხი გამაჩნია, რომ გუნდი იყო გამოუცდელი და ის არ იყო შემდგარი. მე დავბრუნდი და ორ წელიწადზე მეტია ამ მიმართულებით ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია დღეს “ქართული ოცნება”. რაც შემეძლო გავაკეთე და ახლა რაღაზე მოვდივარ უკან? თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, ესე იგი რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. უკან რაღატო გავიქაჩო, ხომ? მარტივი თემაა“,_განაცხადა ივანიშვილმა.