გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს.
“1978 წელს დაბადებული მ.წ. – ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის იარაღი, მჭიდი და ხუთი ვაზნა, 1989 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი დ.ი. – ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, პოლიციამ ამოიღო ნარკოტიკული საშუალება, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი” და ვაზნები, ხოლო 1969 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.კ. – ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 110 ვაზნა, პისტოლეტი და მჭიდი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და სსკ-ის 273-ე მუხლით მიმდინარეობს“,_ აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში სულ 12 პირი დააკავა.