გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ წალენჯიხაში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საკარმიდამო ეზოში დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები გამოვლინდა.
მათივე ცნობით, მოქალაქეების საკარმიდამო ეზოებში, ჯამში, 18 ერთეული თმელასა (მურყანი) და აკაციის სახეობის მორი და 0,2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული. სახერხი საამქროები და მათ ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყე დაილუქა. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.