მკვლელობა მოხდა გუშინ ადიგენში. მოკლული 34 წლის მამაკაცია, რომელსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 ივლისს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ჯ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.მ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში
მოკლული 34 წლის შოთა ხარაიშვილია. მკვლელობა სოფელ ფხეროში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება სოფლის ცენტრში მოხდა.
“ტრაგედია ტრიალებს აქ. უკარგესი ბიჭი მოგვიკლეს. დედა გარდაცვლილი ჰყავს, ობლად გაიზარდა. რა მოხდა და რატომ მოხდა ეს საშინელი ამბავი არ ვიცით. საუბარიც გვიჭირს ამ თემაზე”, – ამბობენ ადგილობრივები.



































































