უხანის ბაზარმა დიდი როლი შეასრულა ვირუსის გავრცელებაში, მაგრამ მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო,_ აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევარმა გააკეთა.
პიტერ ბენ ემბარეკის, ჯანმოს საკვების უსაფრთხოებისა და ზოოზონური ვირუსების ექსპერტის განაცხადებით, გასაგებია, რომ ბაზარმა ითამაშა როლი გავრცელებაში, მაგრამ უცნობია ეს იყო წყარო, გამაძლიერებელი გარემო თუ უბრალოდ დამთხვევა, რომ ზოგიერთი შემთხვევა ბაზარზე და მის გარშემო დაფიქსირდა.
ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ არაა ნათელი ბაზარში ვირუსი ცოცხალმა ცხოველებმა, ინფიცირებულმა მოვაჭრეებმა თუ მყიდველებმა შეიტანეს.