უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. დატბორილია და დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები.
როგორც “გურია ნიუსს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე საჭირო ტექნიკა უკვე მობილიზებულია.
“ძლიერი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში პრობლემები რამდენიმე მიმართულებით დაფიქსირდა. გზების ნაწილი დატბორილია, დაზიანდა შიდა სასოფლო გზების გარკვეული მონაკვეთები. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უკვე ინფორმირებულნი არიან. ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო და გაწმენდითი სამუშაოები, ამ ეტაპზე ზოტისა და ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში”,_ აცხადებენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ამავე თემაზე:































































