უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მერიის ინფორმაციით, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ წიაღობანსა და არჩეულში სტიქიის შედეგად დამეწყრილია გზის სავალი ნაწილი. ასევე რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთში ჩამოწოლილია მეწყერი.
“აღნიშნულ სოფლებში მუშაობს სპეც ტექნიკა. მდგომარეობას ადგილზე დეტალურად გაეცნო საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე და მერის წარმომადგენელი ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი გუჯაბიძე”– განმარტავენ ლანჩხუთის მერიაში.
[sexy_author_bio]