თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
“თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების მხრივ. შეფერხებით მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს თხუთმეტი ყველაზე მწვავე ლოკაცია, ძირითადად მაღალი ზონის სოფლებში, თუმცა დილიდან მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკა ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში, ამ დროისთვის ძირითადი ლოკაციები გაწმენდილია, აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე გვაქვს შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“-თან ერთად ვმუშაობთ რათა შემჭიდროებულ ვადებში აღმოიფხვრას აღნიშნული პრობლემა, ვაგრძელებთ სამუშაოებს და ყველა ლოკაცია იქნება თოვლისგან გაწმენდილი“, _ აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია.