დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი არ განხილულა.
გამყრელიძის თქმით, ყველა მაჩვენებელი უმჯობესდება, მაგრამ ეს ხდება ძალიან ნელი ტემპით.
„ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 300-600-700 შორის. ამიტომ ეს ისეთი მაჩვენებელია ჯერჯერობით, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ დავაკვირდებით 1 კვირა, 10 დღე ეპიდსიტუაციას და მერე გადაწყვეტილებები იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.