“გურია – სოფელი ნინოშვილი , ბავშვებით სავსე სამარშრუტო ტაქსი !!!
უკომენტაროდ”,_ აღნიშნულ ინფორმაციას და ფოტოს გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
როგორც ცნობლია, ფოტო თავდაპირველად ფეისბუქგვერდზე ლანჩხუთის მოამბემ გაავრცელა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამბავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პიარი მაკა სულაბერიძე ეხმაურება.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზის ცალკეულ დაზიანებულ, მეწყრულ მონაკვეთებზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საგზაო მონაკვეთის აღდგენა 9 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება. გზის მონაკვეთზე დაფიქსირდა საფარის სერიოზული დაზიანებები და მეწყრული მოვლენები, რის შედეგადაც დაზიანდა მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები არსებული პრობლემების სრულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს“,_ წერს მაკა სულაბერიძე.
































































