22 ტონიანი უკონტროლო რაკეტის ნაწილები ამჟამად დედამიწის ირგვლივ ტრიალებს და მალე ატმოსფეროში შემოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჩინური რაკეტის ნარჩენების ჩამოვარდნას დედამიწაზე ამ კვირაში ელოდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელია სად და როდის ჩამოვარდება რაკეტის ნაწილები, თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის დედამიწაზე კვირას, დილის საათებში შემოვა.
ხუთშაბათს აშშ-მ განაცხადა, რომ ობიექტის მოძრაობას სწავლობს, მაგრამ მის ჩამოგდებას არ აპირებს.
”ვიმედოვნებთ, რომ დაეშვება ისეთ ადგილას, სადაც არავის დააზიანებს. იმედია ოკეანეში ან მსგავს ადგილას”, – თქვა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.
მან ასევე გააკრიტიკა ჩინეთი და თქვა, რომ მსგავსი ოპერაციის დაგეგმვისას საჭიროა მსგავსი საკითხის გათვალისწინება.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩინეთის სახელმწიფო მედიამ უარყო შიში, რომ რაკეტა შეიძლება ჩამოვარდეს დასახლებულ მიწაზე, ვინაიდან იგი სადღაც საერთაშორისო წყლებში დაეცემა
BBC-ის ინფორმაციით, როდესაც ერთი წლის წინ, მსგავსი ობიექტი დედამიწაზე დაბრუნდა, მილსადენი, რომელიც, სავარაუდოდ, რაკეტიდან იყო, სპილოს ძვლის სანაპიროზე, აფრიკაში იპოვეს.
კოსმოსური საქმიანობის კატალოგერმა, ჰარვარდ-სმიტსონიანის ასტროფიზიკის ცენტრის წარმომადგენელმა, ჯონათან მაკდოელმა განაცხადა, რომ ეს არის დაახლოებით მსგავსი რაკეტა. ამ შემთხვევაში კი პოტენციური ვარდნის ზონა კიდევ უფრო შეზღუდულია. ის მოძრაობს ეკვატორისკენ და დაეცემა სადმე 41.5 გრძედის სიგანეზე ჩრდილოეთით და სამხრეთით. შანსი იმისა, რომ ვინმეს მართლაც მოხვდეს რაკეტის ნაწილი, ძალიან მცირეა, თუნდაც იმიტომ, რომ დედამიწის ზედაპირის დიდი ნაწილი ოკეანეით არის დაფარული და ეს მიწის ნაკვეთი მოიცავს უზარმაზარ ტერიტორიებს, რომლებიც დაუსახლებელია.