BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ჯარების შეჭრა რუსეთის კურსკის რეგიონში არის “გამარჯვების გეგმის” ნაწილი, რომელსაც ის მომავალ თვეში წარუდგენს აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.
სამშაბათს გამართულ ფორუმზე საუბრისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ გეგმის წარმატება დამოკიდებული იქნება პრეზიდენტ ბაიდენზე და იმაზე, მისცემს თუ არა აშშ უკრაინას იმას რაც გეგმითაა გათვალისწინებული და იქნება თუ არა უკრაინა თავისუფალი გეგმის განსახორციელებლად.