უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაარტყეს კრიტიკული მნიშვნელობის ხიდებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში.
ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იური სობოლევსკიმ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს ღამით უკრაინელი სამხედროები “იმუშავეს რუსების ლოგისტიკური მარშრუტების ძირითად პუნქტებზე”, მათ შორის მთავარ ანტონივსკის ხიდზე.
,,ხიდს, რომლის სიგრძე ერთი კილომეტრია, რამდენჯერმე გახდა უკრაინული საარტილერიო სროლის სამიზნე. ოკუპანტებს ხიდი ორივე მხირდან გადაკეტილი აქვთ დ ადგილობრივ მოსახლეობას მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. წინასწარი მონაცემებით, ხიდი სერიოზულად დაზიანდა,“ – ამბობს სობოლევსკი.
რუსული ძალები ხერსონში გაძლიერებას ცდილობენ, რადგან უკრაინის შეტევის მოლოდინში არინ. ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციის მრჩეველმა, განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა განათავსეს საჰაერო თავდაცვის სისტემები ქალაქ ხერსონის საცხოვრებელ ადგილებში.
ხერსონის უმაღლესმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა, იაროსლავ იანუშკევიჩმა კვირას განაცხადა, რომ “უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დანაღმეს სასიცოცხლო კომუნიკაციები ხერსონში შეიარაღებული ძალების შესაძლო კონტრშეტევამდე, მათ შორის გაზი, ელექტროენერგია და წყალი”.
ოკუპირებული მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი, რომელიც ქალაქში აღარ იმყოფება, ამბობს, რომ რუსული ძალები „ყოველდღიურად ატარებენ სამხედრო ტექნიკის სამ-ოთხ კოლონას მელიტოპოლის გავლით, სავარაუდოდ იმისთვის, რომ გააძლიერონ თავიანთი თავდაცვითი პოზიციები ხერსონსა და დასავლეთ ზაპოროჟიაში. ”
ავტორი