RT-ს ცნობით, გერმანიის ყოფილი ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სიგმარ გაბრიელი, უკრაინას გერმანიის რუსეთთან დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაულებს.
მისი განცხადებით, კიევმა ბერლინი ქერჩის კრიზისის გამო რუსეთთან ომში არ უნდა ჩაითრიოს.
„ვფიქრობ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ომში ჩვენი ჩაბმა, რასაც უკრაინა ცდილობს“,_განაცხადა მან.
ვითარება რუსეთსა და უკრაინას შორის ქერჩის სრუტეში გასულ კვირას მომხდარი ინციდენტის გამო დაიძაბა.
როგორც რუსეთში აცხადებენ, უკრაინული გემები ქერჩის სრუტეში, მოსკოვის ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე დაცურავდნენ, რის გამოც, დააკავეს. თუმცა, კიევმა გემების დაკავებას თავდასხმა უწოდა.
მომხდარის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, პოროშენკომ, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ნატოს ყირიმის სანაპიროზე გემების განლაგებისკენ მოუწოდა.