ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლს 28 თებერვალს ეწვევა, რათა აშშ-სთან იშვიათი სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს:
_ აშშ-ს წვდომას უკრაინის იშვიათ სასარგებლო წიაღისეულსა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე;
_ უკრაინის რეკონსტრუქციის ერთობლივი ფონდის შექმნას.
თუმცა, შეთანხმებაში არ შედის უსაფრთხოების გარანტიები, რასაც უკრაინა აშშ-სგან ითხოვდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა ამ შეთანხმების ფინანსურ სარგებელს აშშ-სთვის, თუმცა, აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ცალკე განიხილება.
შეთანხმებაზე ხელმოწერა ვაშინგტონში, 2025 წლის 28 თებერვალს გაიმართება.
აშშ-სა და უკრაინას შორის მიღწეულია წინასწარი შეთანხმება რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას.
მისი ძირითადი პუნქტებია:
_ ერთობლივი მმართველობა: ფონდი იქნება აშშ-სა და უკრაინის მთავრობების მიერ თანასწორად მართული, რაც უზრუნველყოფს აღდგენით პროექტებზე ერთობლივ კონტროლს.
_ შემოსავლის განაწილება: უკრაინა ფონდის ბიუჯეტში ჩარიცხავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებიდან (მათ შორის მინერალები, ნავთობი და ბუნებრივი აირი) მიღებული მომავალი შემოსავლის 50%-ს. ეს სახსრები მოხმარდება ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებას.
_ რესურსების საკუთრება: შეთანხმების მიხედვით, უკრაინის ბუნებრივი რესურსები რჩება ქვეყნის საკუთრებაში და არ გადაეცემა აშშ-ს ან სხვა რომელიმე მხარეს.
_ უსაფრთხოების გარანტიები: მიუხედავად იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების მიღებაში, შეთანხმება არ შეიცავს აშშ-ს მხრიდან უშუალო სამხედრო ან უსაფრთხოების ვალდებულებებს.
_ ევროპული ინტეგრაცია: შეთანხმება თანხვედრაშია უკრაინის ევროკავშირთან ინტეგრაციის ვალდებულებებთან და არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ან სხვა ფინანსური ორგანიზაციების მოთხოვნებს.
_ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ვაშინგტონში ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ პარტნიორობას.
მასალა მომზადებულია axios.com, theguardian.com, thetimes.co.uk-ის ინფორმაციებზე დაყრდნობით.































































