,,უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და კვლავ იქნება თავისუფალი ქვეყანა“ – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინის პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
მას ჯერა, რომ უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და გამოავლენს კრემლის შემოჭრის “გიგანტურ შეცდომას”, ჯონსონმა ხაზი გაუსვა კიევის მხარდაჭერას.
“დღეს ერთი მესიჯი მაქვს თქვენთვის: უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა თავისუფალი იქნება”, – განუცხადა უკრაინელ დეპუტატებს ჯონსონმა.
ჯონსონმა, გამოაცხადა დამატებითი 300 მილიონი ფუნტი (375 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარება უკრაინაში, მათ შორის ელექტრონული საომარი ტექნიკისა და სარადარო სისტემის ჩათვლით, თქვა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას.
ჯონსონმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ რუსეთთან ბრძოლაში უკრაინულმა პატრიოტიზმმა და სამშობლოს სიყვარულმა – “დაამსხვრია მითი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაუმარცხებლობის შესახებ”.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, თქვენს სხვა მეგობრებთან ერთად, იარაღით, დაფინანსებითა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს გრძელვადიან მიზანს, რომელიც ისე უნდა გავაძლიეროთ უკრაინა, რომ ვერავინ გაბედოს თქვენზე თავდასხმა”, – თქვა ჯონსონმა.
ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გახდა პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც სიტყვით მიმართა უკრაინის პარლამენტს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ პირველად იმყოფებოდა უკრაინის პარლამენტში. მან პატივი მიაგო ჯონსონს და თქვა, რომ ბრიტანეთი და უკრაინა ახლა “ძმები და დები” არიან.
ავტორი