ნატოს გენერალურმა მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება სამოქმედო გეგმის, ე.წ. მაპ-ის გარეშე მოხდება.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და შევთანხმდით, რომ მოიხსნას მოთხოვნა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შესახებ. ეს შეცვლის უკრაინის წევრობის გზას ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესზე. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ გამოვაქვეყნებთ უკრაინის მოწვევას ნატოში გაწევრიანების მიზნით, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.