უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინა ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს მკაცრად გმობს. როგორც განცხადებაში წერია, ე.წ. არჩევნები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. უკანონო “არჩევნები” მიზნად ისახავს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ გააჩნია სამართლებრივი შედეგები.
უკრაინაში შეჭრის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო არჩევნებმა, შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის საფუძველი შექმნას.
უკრაინა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გააუქმოს აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ასევე, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და მათი მკაცრი დაცვა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება მალე აღდგენას.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს სანქციები რუსეთის მიმართ, რათა ის სასამართლოს წინაშე დადგეს გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეში დარღვევისთვის”,–ვკითხულობთ განცხადებაში.