,,უკრაინა ქართულ მხარეს სთხოვს განმარტებას უკრაინის მოქალაქისადმი ასეთი ნაბიჯის გადადგმის ყველა გარემოებისა და მიზეზის შესახებ“, _ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი Facebook-ზე წერს, ინფორმაციას unian.net ავრცელებს.
როგორც ნიკიფოროვი წერს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით.
,,ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამგვარი ამბებით და საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.
უკრაინა ქართულ მხარეს განმარტებას სთხოვს უკრაინის მოქალაქისადმი ასეთი ნაბიჯის გადადგმის ყველა გარემოებისა და მიზეზის შესახებ“, _ წერს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
1 ოქტომბერის საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, მოგვიანებით კი შსს-მ სააკაშვილის დაკავების ვიდეო გაავრცელა.
[sexy_author_bio]