უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს დააწესებს.
„უსაფრთხოება დღეს ნომერ პირველი პრიორიტეტია. რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე აუცილებელია, გაძლიერდეს კონტროლი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი იერმაკმა.
შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირა უკრაინის მთავრობამაც.