უკრაინის შეიარაღებული ძალების, საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატას ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო შეტევა შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენებით დაიწყეს. ამის შესახებ unian წერს.
როგორც გამოცემა წერს, უწყებაში აცხადებენ, რომ TU-22 M3-ს ტიპის თვითმფრინავიდან გასროლეს, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციამ დარტყმისთვის გამოიყენა Kh-22 რაკეტები . რაკეტით რუსულმა სამხედრო ავიაციამ იერიში ჯერ ჩრდილოეთზე მიიტანა, შემდეგ – სამხრეთზე.
„რუსული ავიაცია მუშაობდა: Tu-22M3 შორი დისტანციური ბომბდამშენები, ჯერ ქვეყნის ჩრდილოეთიდან, როგორც ჩანს, Kh-22 რაკეტებით, შემდეგ გაფრინდნენ ოკუპირებული ნახევარკუნძულის მიდამოებში და, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ ჩვენი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს. სახელმწიფოს კონცხის თარხანკუტის ტერიტორიიდან“, – თქვა იური იგნატასმა
მისი თქმით, უკრაინას ჯერ არ აქვს მსგავსი თვითმფრინავების გამანეიტრალებელი საშუალება, თუმცა, შეირაღებული ძალების თქმით, ისინი ელიან დახმარებას პარტნიორი სახელმწიფოებისგან.
ავტორი