უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების მობილიზებას გეგმავს.
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა განაცხადა, საზღვარგარეთ მცხოვრებ უკრაინელ მამაკაცებს პირველ რიგში „მოიწვევენ“ რეკრუტირების ოფისებში, მაგრამ თუ ისინი “მოწვევის” შემდეგ საკუთარი სურვილით არ მივლენ, სპეციალური ზომების მიღება მოხდება.
”ჩვენ ჯერ კიდევ განვიხილავთ, რა მოხდება, თუ ისინი ნებაყოფლობით არ მოვიდნენ”, – თქვა უმეროვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს 450 000-500 000 ახალი ჯარისკაცის მობილიზებას.
როგორც BBC Ukraine ნოემბერში წერდა, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 650 000 სამხედრო ასაკის უკრაინელმა მამაკაცმა დატოვა ქვეყანა და ევროპაში გაემგზავრა.
საომარი მდგომარეობის თანახმად, 18-60 წლის მამაკაცებისთვის აკრძალულია უკრაინის დატოვება განსაკუთრებული გარემოებების გარდა.