რუსეთის პრეზიდენტის საგარეო დაზვერვის უფროსმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უთხრა, რომ უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა კონფლიქტს გადააქცევს „მეორე ვიეტნამად“.
ცნობისთვის, პუტინმა ჯარი გაგზავნა უკრაინაში გასული წლის დასაწყისში, რამაც გამოიწვია ომი და ყველაზე დიდი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში.
დასავლეთმა უკრაინას 246 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება და იარაღი გადასცა, მაგრამ უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა და რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის მეხუთედს.
„უკრაინა გადაიქცევა „შავ ხვრელად“, რომელიც შთანთქავს სულ უფრო მეტ რესურსს და ხალხს“, – თქვა სერგეი ნარიშკინმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) ხელმძღვანელმა SVR-ის სახლის ჟურნალში „The Intelligence Operative“ სტატიაში და აღნიშნა, რომ „საბოლოოდ, აშშ რისკავს საკუთარი თავისთვის „მეორე ვიეტნამის“ შექმნას და ყოველი ახალი ამერიკული ადმინისტრაცია უნდა ეცადოს მასთან გამკლავებას”.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა, რომ ნატო-რუსეთის პირდაპირ დაპირისპირებამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი და არაერთხელ გამორიცხა ამერიკელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა.
ცნობისთვის, ვიეტნამის ომი ფაქტობრივად იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ცივი ომის კონფლიქტი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ ვიეტნამის ძალებთან ერთად იბრძოდა ჩრდილოეთის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური ძალები.
ომი, რომელშიც რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა, 1975 წელს დასრულდა ჩრდილოეთ ვიეტნამის გამარჯვებით და ამერიკის შეერთებული შტატების სამარცხვინო მარცხით, რომელმაც დაკარგა 58000-ზე მეტი საკუთარი მებრძოლი.
ბაიდენმა ოთხშაბათს სთხოვა რესპუბლიკელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი ინფუზია.
„თუ პუტინი უკრაინას აიღებს, ის აქ არ გაჩერდება“, _ თქვა ბაიდენმა და იწინასწარმეტყველა, რომ პუტინი გააგრძელებს თავდასხმას ნატოს მოკავშირეზე.