უკრაინამ ომში დაღუპული 82 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება განხორციელდა რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
უწყების განცხადებით, ცხედრების გადაცემა ხდება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად.