BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მისი ქვეყნის დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ დაიწყო.
„მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მაგრამ მან დაამატა, რომ დეტალურად არ ისაუბრებს იმაზე, თუ რა ეტაპზე ან სად იყო კონტრშეტევა.