18 აგვისტოს ღამეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს, 600-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა შეუტია, _ იუწყება unian.net.
დილის 2:00 საათის შემდეგ, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, სავარაუდოდ, დრონებს ესროდნენ. ამავდროულად, სოციალურ მედიაში გამოჩნდა ვიდეოები, რომელთაგან ხანძარი იყო ასახული.
დილის 5:00 საათის მონაცემებით, სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი აპარატი დაფრინავდა, რომელთაგან 180 გაანადგურეს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შესახებ, თუმცა, ჯერჯერობით, ქარხნის დაზიანება არ დადასტურებულა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ დრონი მოსკოვის ოლქის ბოგოროდსკის რაიონში, ატლანტ პარკის მახლობლად მდებარე Wildberries-ის საწყობს დაესხა თავს, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ასევე კოლომნაში, „გლობუსის“ სავაჭრო ცენტრთან ახლოს მდებარე სავაჭრო პავილიონს უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.



































































